ქარცეფის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს 
29-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პირველი სასწავლო მიღწევები პატარებმა ლამაზი ღონისძიებით იზეიმეს. 

ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას აერთიანებდა, პედაგოგი ლაურა მღდესიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, დადგეს მინი წარმოდგენები და ცოდნა და შემოქმდებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

დამსწრე საზოგადოებამ ბავშვებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა. პატარებს მიმართა დამრიგებელმაც და მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203