ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს ზღაპრული ღონისძიებით უმასპინძლეს 
30-05-2025

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს დიდი სიყვარულით ელიან. 

„ბავშვისთვის ახალ სასკოლო გარემოში ტრანზიცია მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენას წარმოადგენს. სკოლის პოზიტიურად დაწყების პროცესის დროული მხარდაჭერა კი მოსწავლისათვის მომავალი აკადემიური წარმატების წინაპირობაა“,- აღნიშნავენ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში, სადაც 28 მაისს, ქალაქ ლანჩხუთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს. 

პატარებს სკოლის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ზღაპრის გმირებთან ერთად, სკოლის ეზოში ზღაპრული სამყარო მოუწყვეს, მათთან ერთად მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ამბობდნენ ლექსებს.

შეხვედრის დასასრულს პატარებს, ტრადიციულად, გადაეცათ „პირველსკოლელის“ საპატიო მედლები.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203