ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა საზეიმო „ბოლო ზარი“ და ამაღელვებელი საცეკვაო ნომერი
29-05-2025

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ნიჭიერი, მიზანდასახული თაობა გააცილა.

21 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მასშტაბური სახე მიიღო და მთელი სკოლა გააერთიანა. 

აღსანიშნავია, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორიგინალური პერფორმანსი - საცეკვაო ნომერი - დებისა და მათი ძმების შესრულებით, რომელიც მე-12 კლასელებმა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს - ქეთევან ურუშაძეს მიუძღვნეს. აღსანიშნავია, რომ კურსდამთვრებულთა დაიკოებიც ქეთევან ურუშაძის კლასში სწავლობენ. 

ღონისძიებამ სკოლაში საოცარი ემოციები დაატიალა და ყველას დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა. 

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.

„წარმატებული, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ყოფილიყოს მათი ყოველი ნაბიჯი!“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203