მატნის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
29-05-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. შეძენილი ცოდნა და გამოცდილება კი პატარებმა ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ „გააცილეს ანბანი“, ხოტბა შეასხეს დედაენას“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს, აღნიშნეს ჩვენი ენის ტკბილხომოვანება და დამწერლობის უნიკალურობა, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები...

ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად - პატარებმა მუსიკალური ნომრებიც შესანიშნავად შეასრულეს და იმღერეს. 

ღონისძიების ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ პატარებს სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მიულოცა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

განსაკუთრებული სიყვარულით გამოემშვიდობა პირველკლასელებს კლასის ხელმძღვანელი - ელენა ბათურიშვილი.

სკოლაში მას ლამაზი ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...