ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ცხადია, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
სკოლაში ჩატარდა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა სკოლის ისტორიის კლუბის ხელმძღვანელმა მასწავლებელმა - ქეთევან კოპალიანმა, კლუბის წევრებთან ერთად.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული საკითხები, 1918 წლის 26 მაისის მოვლენები გააციცხლეს და რომელი შთამბეჭდავად გაითამაშეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ დიდი სიამოვნება მიანიჭეს დამსწრე საზოგადოებას, რომელთაც დიდხანს გაჰყვებათ ღონისძიებაზე მიღებული ემოციები.
იხილეთ ფოტოები: