თხინვალის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს 
29-05-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა. 

21 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მე-12 კლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

მე-12 კლასელები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს, მათ დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დღის ბოლოს მათი მაისურები ემოციური მინაწერებითა და საუკეთესო სურვილებით აჭრელდა. ბავშვობასთან, სკოლასთან და საყვარელ პედაგოგებთან გამომშვიდობება მათთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

აღზრდილებს კეთილი სურვილებით გზა დაულოცეს: სკოლის დირექტორმა ნანული ბოლქვაძემ, პედაგოგებმა, მშობლებმა და უმცროსმა მეგობრებმა. ხოლო კლასის ხელმძღვანელმა სოფო ცერცვაძემ შემდეგი სიტყვებით მიმართა მათ:

„მადლობა, ბავშვებო გიბრაზდებოდით მხოლოდ იმიტომ რომ მინდოდა უკეთესები ყოფილიყავით, მე კარგად ვიცოდი თქვენი შესაძლებლობები, მაშინაც კი, როცა თქვენ თვითონ ვერ ხედავდით, მე ვიყავი თქვენი მეგობარი და  ხანდახან ზარიც, როცა მოსასმენად მზად არ იყავით. დღეს კი პირველად აღარ გეტყვით აბა მითხარით მართალი სად იყავით. მზად ხართ ცხოვრების გაკვეთილებისთვის?“- აღნიშნა პედაგოგმა და აღზრდილებს განუცხადა, რომ მათ გულმხურვალე გულშემატივრად და მხარდამჭრად რჩება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...