თბილისის N143 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს 
29-05-2025

თბილისის N143 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დარეკა. 

კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, სწავლის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელება უსურვეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის ეზოში მასშტაბური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

„ჩვენს სკოლაში, 20 მაისი მე-12 კლასელებისათვის ბოლო სასკოლო დღე იყო. ეს დღე ყოველთვის გამორჩეულია, განსაკუთრებული სიხარულის, აღმაფრენის, ცოტა სევდისა და დიდი იმედების დღე. დღე, როდესაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება და ახალი, მოულოდნელობებით, სიახლეებით დატვირთული მომავლის გზას ადგებიან, რომლის მთავარი შემოქმედნი თავად არიან.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...