12-წლიანი სასკოლო ცხოვრების საზეიმო დაგვირგვინება - თბილისის N141 სკოლიდან კიდევ ერთი თობა დიდი სიყვარულით გააცილეს
29-05-2025

თბილისის N141 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

ტრადიციისამებრ, მე-12 კლასელები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადდნენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოების მისალოცი წერილებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.

იყო ზღვა ემოცია - კურსდამთავრებულებმა პედაგოგებთან ერთად სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი და სახალისო მოგონებები გაიხსენეს და საუკეთესო ეპიზოდები გააცოცხლეს, რამაც დღე კიდევ უფრო ამაღელვებელი გახადა.

ახალგაზრდებმა დირექციასა და მასწავლებლებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებლებმა კი მათ გზა დაულოცეს.

„ჩვენო ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო! გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. დაე, სულ სიხარულის ზარები რეკავდეს თქვენთვის!
 გვიყვარხართ, გვეამაყებით და ვიცით, ბევრჯერ მოგვცემთ მიზეზს, რომ თქვენი წარმატებით ვიხაროთ!

უთქვენოდ ვრჩებით სკოლაში, მაგრამ ცხოვრებაში უთქვენობაზე არ ვიფიქრებთ. ისეთი ადამიანები იყავით, საკუთარი თავები რომ მოგეწონებათ, გაგიხარდებათ და სხვებსაც გაუხარდებით!

დიდი ხნის შემდეგ, როცა მიხვდებით, რომ დიდობა ძნელია, რომ დიდობა სულაც არ არის კარგი და წარსული მოგენატრებათ, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენში ბავშვობა გადარჩენილა, იცოდეთ, რომ ჩვენ ვცოცხლობთ თქვენში!.... უფალს ებარებოდეთ!!!! სიყვარულით, ზეინაბ ცაბაძე და მარინა ჯანგველაძე“,- ვკითხულობთ პედაგოგთა მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...