ემოციებით აღსავსე „ბოლო ზარი“ და გრანდიოზული გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში 
29-05-2025

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზიმოდ გააცილა და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა. 

ემოციებით სავსე იყო ღონისძიება, რომლითაც მეთორმეტეკლასელები სკოლას დაემშვიდობნენ. 

სევდანარევი სიხარული, ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და დიდი ჟრიამული ახლდა დღეს, რომელიც კურსდამთავრებულებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება გრანდიოზულად მიულოცა. მე-12 კლასელებთან ერთად ეს დღე მთელმა სკოლამ იზეიმა. 

ახალგაზრდებს მიმართეს დირექციის წევრებმა და პედაგოგებმა ბედნიერი მომავალი უსურვეს. მე-12 კლასელებმა კი მათ შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.  

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...