თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადახვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მხარდაჭერილი და წახალისებულია. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა, რაც დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყოა.
ახლახან, სკოლის დირექტორმა - მიმოზა მაისურაძემ მოსწავლეები ანა კალანდაძის იუბილესადმი მიძღვნილ კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის სასკოლო კონკურსში გამარჯვებისთვის დააჯილდოვა.
დირექტორმა მე-3გ და მე-5გ კლასების მოსწავლეებს დიპლომები გადასცა და კონკურსში მიღწეული წარმატება მიულოცა.
„გილოცავთ,კიდევ ბევრი წარმატება, ბავშვებო!“,- აღნიშნავს დირექტორი და მოსწავლეთა წარმატებას ახალისებს.