პატრიოტული სულის ზეიმი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 
30-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ეროვნულ და სულიერ ფასეულობებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან. 

ახლახან, წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ღია საკონცერტო სივრცეში გაიმართა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (პირველი რესპუბლიკის დაფუძნების), მერაბ კოსტავას დაბადებისა და პირველი პრეზიდენტის არჩევნების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ: ხელოვნების სკოლის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი), ვაჟთა ხალხური სიმღერის გუნდი (ხელმძღვანელი ტარიელ ხუციშვილი), გიტარის შემსწავლელი სტუდია (პედაგოგი ნინო ამირანაშვილი), სკოლა-გიმნაზიის ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი” (ქორეოგრაფი ჯონი დუგლაძე), და ინდივიდუალური შემსრულებლები.

საზოგადოებას, მიწვეულ სტუმრებს, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მოსწავლეთა მშობლებს დღესასწაული მიულოცა სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ და ძლიერ და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203