ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პატრიოტული ღონისძიება გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საკუთარი ძალებით წარმოდგენილი ნომრებით ქვეყნისადმი სიყვარული და ერთგულება გამოხატეს.
სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებულ მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელს, ლანა ზუბაშვილს, ასეთი სთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისთვის.
მოსწავლეების აქტიურობა და პასუხისმგებლობით შესრულებული როლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომავალი თაობა ქვეყნის ისტორიას პატივს სცემს და მის ღირებულებებს ზრუნვითა და სიყვარულით აგრძელებს.
იხილეთ ფოტოები: