ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალური ჩემპიონატის ინტელექტუალურ თამაშში
28-05-2025
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალური ჩემპიონატის ინტელექტუალურ თამაშში -„რა? სად? როდის?“
 
ფიროსმანის სკოლის მოსწავლებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ლეილა ტარიელაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული გუნდის მოსამზადებელ პროცესშიც.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, არხილისკალოს საჯარო სკოლაში გაიმართა პირველი ზონალური ეტაპი ნინო კიკილაშვილის სახელობის მუნიციპალური ჩემპიონატის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფლების: ზემო ქედის, არხილისკალოს, ქვემო ქედის, სამთაწყაროსა და ფიროსმანის საჯარო სკოლების 9 გუნდი.

ფიროსმანის სკოლა სამი გუნდით წარსდგა: „ექვთიმე“; „ელიტა“ და მეექვსე კლასელებისგან შემდგარი გუნდი „სხარტები“, რომლებმაც დიდი მოწონება და ჟიურის სიმპატია დაიმსახურეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ 2 ქულა აიღეს. გუნდი „ექვთიმე“ მესამე ადგილზე გავიდა 6 ქულით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...