
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბჯები და სასწავლო მიღწევები ლამაზი ღინისძიებით აღნიშნეს.
პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, მათ შორის შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა საინტერესოდ შეაჯამეს და დამრიგებელს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
იხილეთ ფოტოები: