ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში გაიმართა ლიტერატურულ-თეატრალური ღონისძიება, სადაც II და III კლასის მოსწავლეებმა ნაწყვეტი წარმოადგინეს ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოებიდან „მე ვხედავ მზეს“.
მოსწავლეებმა ემოციური და გულწრფელი შესრულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მაყურებელზე. მათი აქტიურობა, გამოხატვის უნარი და ტექსტთან განცდილი კავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს პატარა ასაკში შემოქმედებითი განვითარების მნიშვნელობას.
ღონისძიების ხელმძღვანელი იყო მასწავლებელი ნათია მეფარიშვილი, რომლის პროფესიონალიზმის შედეგად წარუშლელი ემოციებით აღსავსე სასკოლო დღე შეიქმნა.
სკოლა მადლობას უხდის მასწავლებელსა და მონაწილე მოსწავლეებს ღირსეულ და შთამაგონებელ წარმოდგენაში ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები: