მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა საინტერესო პრეზენტაცია კალა–უშგულის დამაკავშირებელი გზის შესახებ.
ღონისძიების მთავარი თემატიკა იყო ლეგენდა, რომელიც ამ მნიშვნელოვან გზას უკავშირდება. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ სოფლის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, მეტი გაეგოთ ადგილობრივი ტრადიციებისა და ლეგენდების შესახებ და დაენახათ ამ ყველაფრის როლი ადგილობრივი იდენტობის ფორმირებაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებისათვის საკუთარი ფესვების გაცნობასა და პატრიოტული თვითშეგნების განვითარებას.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: