ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულელებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, მნიშვენლოვან ყურადღება ექცევა საქართველოს ისტორისს ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას.
27 მაისს, გორისციხეს საჯარო სკოლაში, ისტორიის პედაგოგის ხელძღვანელობით ჩატარდა „ისტორიული ვიქტორინა“.
კონკურსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიეძღვნა.
ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა. ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი გუნდი, რომელთა პასუხებსაც აფასებდა ჟიური.
დაისვა მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო კითხვები კითხვები, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის ლოგიკური და შემეცნებითი დავალებები
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: