ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
ცხადია, სკოლაში დიდი პატივითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
გაიმართა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „საქართველო არის ესე“.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სკოლის პედაგოგები - ნათია ერგემლიძე და თამარ მიხელიძე.
მონაწილეები მსმენელებს ესაუბრენ ამ დღის მნიშვნელობაზე, წარადგინეს ქართველი პოეტების ლექსები და სიმღერები სამშობლოზე, შეასრულეს ქართული ეროვნული ცეკვები.
მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ ძვირფასია თავისუფლება და რამდენად მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება.
იხილეთ ფოტოები: