ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
ახლახან, სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეების ექსკურსია-ლაშქრობა მოეწყო, რომელსაც ქართული ენის პედაგოგი ხათუნა ქუქიშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა მოინახულეს ულამაზესი ადგილები, მათ შორის- სიონის კოშკი და სალოცავები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ექსკურსიის მიზანი იყო შემეცნებითი უნარების განვითარება და თანამშრომლობითი უნარების გაუმჯობესება.
იხილეთ ფოტოები: