
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი - „კეჟერაძეები“, რომელსაც პედაგოგი მაია ჟვანია ხელმძღვანელობს.
წიგნებთან ერთად მოსწავლეები აქტირუად ეცნობიან მათ ეკრანიზაციებს. სულ ახლახან, მკითხველთა კლუბმა დიდ ეკრანზე ფილმი - „ჩემი სამყარო“ ნახა.
კინოჩვენების შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა (კლუბის წევრებმა) იმსჯელეს შინაარსზე და გამოხატეს საკუთარი შეხედულებები. მათ აღნიშნეს მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი როლი მოსწავლის ცხოვრებასა და განათლებაში. დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ადამიანი არ უნდა დანებდეს სირთულეებს და მიზნის მისაღწევად მუდმივად უნდა იბრძოლოს.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს სხვისი შრომის დაფასებისა და ემპათიის მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები: