საზეიმო „ბოლო ზარი“ და მე-12 კლასელთა ემოციური გაცილება თბილისის N53 საჯარო სკოლაში
28-05-2025

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის საზეიმოსთან ერთად, სევდანარევია

21 მაისს, სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლიდან ოთხი პარალელური კლასი გააცილეს (მე-12/1 კლასი - დამრიგებელი ქეთევან ბოცვაძე; მე-12/2 კლასი - დამრიგებელი დალი ქაჯაია; მე-12/3 კლასი - დამრიგებელი ეკა მგელაძე; მე-12/4 კლასი - დამრიგებელი ირმა შურღულაია).

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, სკოლასთან და საყვარელ მასწავლებლებთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. იყო ბევრი ემოცია. 

დირექციამ და მასწავლებლებმა აღზრდილებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს. 

„წარმატებები და ლამაზი ცხოვრების გზა ჩვენს მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულებს ახლა უკვე უმაღლეს გამოცდებზე გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203