ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა.
21 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.
გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში დაუვიწყარი ემოციები დაატრიალა. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დღის ბოლოს მოსწავლეთა პერანგები საუკეთესო სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელდა.
დირექტორმა და პედაგოგებმა ახალგაზრდებს მიმართეს და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.
„გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ბავშვობის ფურცლების გადაფურცვლის დასრულებას. დღეიდან ახალ თავებს თქვენ თვითონ დაწერთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: