გაიცანით, თბილისის N6 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი სალომე ტაბატაძე, რომელიც არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია
29-05-2025

თბილისის N6 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი სალომე ტაბატაძე, არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტია, არამედ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება.

იგი აქტიურად მოღვაწეობს ლიტერატურის სფეროში და არაერთი ლიტერატურული პრემიით არის დაჯილდოებული.

მისი წიგნები გამორჩეულია ორიგინალური სტილითა და ღრმა შინაარსით, რაც მას მკითხველთა სიმპათიას იწვევს. სულ ახლახან, მწერალთა სახლში, გაიმართა მისი ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც საზოგადოება დიდი ინტერესითა და დადებითი შეფასებებით შეხვდა.

სკოლის დირექტორი ქეთევან თევდორაშვილი პედაგოგს წარმატებას ულოცავს და წისნვლას უსურვებს. 

„ის ახალგაზრდა მწერალია, თუმცა მოასწრო რამდენიმე მნიშვნელოვანი პრემიის მიღება ლიტერატურის დარგში, ისეთების როგორებიცაა: პრემია „ივერია“, პრემია „მუზა“, რევაზ ინანიშვილის „ერთი მოთხრობის კონკურსი“ და სხვა. წარმატებებს ვუსურვებთ მას!“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203