თორიის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
29-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - არეკნაზ დარბინიანმა მე-10 კლასელების მონაწილეობით, გამართა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ისაუბრეს 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე, პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, დამუკიდებლობის აქტსა და ნოე ჟორდანიას ჩატარებულ საზეიმო სხდომაზე. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს თუ რა სირთულეების გადალახვა მოუწია ქართველ ერს დამოიკიდებლობამდე, ამიტომ მისი შენარჩუნება ფასდაუდებელია. დასძინეს, რომ ქვეყნის თავისუფლება, ხალხის თავისუფლებას ნიშნავს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებულობისთვის. მოსწავლეებმა ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული ცეკვები, იმღერეს და დადგეს სპექტაკლი სახელწოდებით - თამარ მეფის დიალოგი თანამედროვე ახალგაზრდებთან“, რომელიც მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203