კალიგრაფიის კონკურსი და გალაშქრება ბარბარიზმების წინააღმდეგ - ქართული ენის დღესასწაული მაკვანეთის საჯარო სკოლაში
28-05-2025

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. ცხადია, სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები. 

რა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად იზეიმეს დედაენის დღე. ქართული ენის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შორის ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.

ბავშვებმა სიმღერის ფონზე შეასრულეს დავალება. მოისმინეს ისტორია, თუ რატომ აღვნიშნავთ განსაკუთრებულად მშობლიური ენის დღეს.უარყვეს სხვა ენიდან შემოღებული სიტყვები, რომელთა გამოყენების საჭიროება არ აქვს ჩვენს ენას, დადეს პირობა, რომ მუდამ იქნებიან ქართული ენის სადარაჯოზე და მუდამ დაიცავენ მის სიწმინდეს.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“...

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...