„დიდი და პატარა გამოგონებები“ - განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინეტრესო პრეზენტაცია 
28-05-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. მათ შორის მოსწავლეთა ინტერესით გამოირჩევა პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოზარდების მრავალმხრივ განვითარებაზე. 

ახლახან, სკოლის VII და VII კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე - „დიდი და პატარა გამოგონებები“. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი უნიკალური გამოგონებების იდეები და ნახაზები, რომლებიც, მათი აზრით, ყოველდღიურ ცხოვრებას გაამარტივებს.

დეტალურად იმუშავეს დიზაინზე, ფუნქციურობაზე და პრეზენტაციაზეც - თითოეული პროექტი გვიჩვენებს, თუ რამდენად კრეატიულად და პასუხისმგებლობით უყურებენ ბავშვები თანამედროვე პრობლემებს.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნინო სიმონიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით ყოველთვის ანებივრებს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...