მეჩხეთურის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა 
28-05-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცხადია, სკოლაში სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და აღნიშნეს, რომ 26 მაისი ჩვენი ერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც 1918 წელს სუვერენიტეტის გამოცხადებას უკავშირდება.

საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, გაიხსენეს სახელოვანი წინაპრები...

სასკოლო საზოგადოებამ ერთხმად აღნიშნა, რომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ ძვირფასია თავისუფლება და რამდენად მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...