ქუთაისის N9 სკოლის მოსწავლეებმა შექსპირის საიუბილეო ფესტივალზე საინტერესო გამოდილება შეიძინეს 
29-05-2025

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, ცოდნას იმდიდრებენ და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, შექსპირის საიუბილეო ფესტივალი, რომელიც 23 აპრილიდან 23 მაისამდე გრძელდებოდა და მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. 

ფესტივალი  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა და მოსწავლეებს არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა შესთავაზა. 

მოსწავლეებისთვის ფესტივალში მონაწილეობა მეტად ნაყოფიერი და შემეცნებითი აღმოჩნდა, ამისთვის ფასტივალის ორგანიზატორებს სკოლაში დიდ მადლობას უხდიან. 

„დიდი მადლობა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს, რომ ვიყავით შექსპირის ერთთვიანი ფესტივალის სრულუფლებიანი წევრები. გვეამაყებით გვეიმედებით გვიყვარხართ მომავალ შეხვედრამდე!“,-აღნიშნავენ სკოლაში

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...