საყდრიონის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო მიღწევები დამრიგებელთან ერთად აღნიშნეს
28-05-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები დამრიგებელთან ერთად საზეიმოდ აღნიშნეს და ცოდნა შეაჯამეს. 

მასწავლებელმა - ნანი მაკარაძემ პატარებს პირველი სასწავლო წარმატებები მიულოცა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

„დღეს დასრულდა პირველი კლასის პირველი სასწავლო წელი, გილოცავთ ჩემო პატარებო, მაბედნიერებს, რომ ვარ თქვენი მასწავლებელი, ვარ მეგობარი და ვასრულებ მშობლის როლს, მიხარია რომ ვაჯამებთ სასწავლო წლის შედეგებს და ვაფასებთ დადებითად!

თქვენ უკვე იცით ასო-ბგერები, წერა-კითხვა, ხმოვნები, დათვლა, რიცხვები, ანგარიში. იცი, რომ ხმოვნების გარეშე ვერ შედგება სიტყვა, იცი, რომ შეცდომის დაშვება არ არის ტრაგედია, იცი, რომ არ არის აუცილებელი ყველა გიყვარდეს, მაგრამ პატივს უნდა სცემდე სხვის ნააზრევს, იცი რომ თუ კი სამართლიანი იქნები შენი ნებისმიერი საქციელი გამართლებული იქნება! თუკი ადამიანი ვერ აკვირდება მის შეცდომას შენ უნდა გაარკვიო ისე, რომ არც დააზარალო: დაუხატო მინიშნება, უმღერო, დაუწერო, უამბო, მაგალითი მისცე და ასე შემდეგ... შენ მეტი შეგიძლია, მომავალი წინ გვაქვს!!  ჩვენ უკეთ ვისწავლით მოთმინებას და მიმტევებლობას. ყველაზე მეტად ბედნიერი მაშინ იქნები, როცა შენ მოგიტევებენ! უკეთ ვისწავლით სიმართლის თქმას რადგან  ყველას ნდობა მოვიპოვოთ!
დარწმუნებული ვარ ყველაფერს შევძლებთ!
მიხარია, თქვენი გულით ღიმილი და არა მარტო თვალებით, რომ გრძნობთ ჩემს სიყვარულს და მაგრძნობინებთ იგივეს! უფალს ვთხოვ ვიყოთ სამაგალითო და საამაყო!! თქვენი „ნანი მასწავლებელი“,- ასე მიმართავს პედაგოგი ნანი მაკარაძე მოწაფეებს და მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...