ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მე-4 კლასელთა „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი, რომელის თემაც იყო - „დავიცვათ ბუნება“.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე საინტერესო პლაკატი შექმნეს და გააცნობიერეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
გაკვეთილს პედაგოგი ვარა გალიბინი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: