ნახატებით, პრეზენტაციებით, 3D მოდელებითა და ინტერაქტიული თამაშებით გაცოცხლებული საქართველოს ისტორია - საინტერესო პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
28-05-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცხადია, სკოლაში დიდი პატივითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

26 მაისი ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც 1918 წელს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის გამოცხადებას უკავშირდება. ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად, სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით, II-VI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს შთამაგონებელი პროექტი - „26 მაისი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის გააზრება, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება და მოსწავლეებში თანამედროვე ტექნოლოგიური უნარების განვითარება თამაშისმაგვარი, სახალისო სწავლების მეთოდის გამოყენებით. მოსწავლეებმა, თავიანთი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად, შექმნეს შემოქმედებითი ნამუშევრები ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა - Paint, Microsoft Word, PowerPoint, Tinkercad და „ვსაწავლობთ თამაშით“. ამ პროგრამებში მუშაობისას მათ გააცოცხლეს საქართველოს ისტორია ნახატებით, პრეზენტაციებით, 3D მოდელებითა და ინტერაქტიული თამაშებით, რამაც სწავლა გახადა არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ საინტერესო და სახალისო.

შთამბეჭადავია პროექტის შედეგები:

  • ისტორიული ცნობიერება: მოსწავლეებმა ღრმად გაიაზრეს 26 მაისის მნიშვნელობა და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია.
  • შემოქმედებითი განვითარება: ნამუშევრებმა გამოავლინა მოსწავლეების კრეატიულობა და ინოვაციური მიდგომები.
  • ტექნოლოგიური უნარები: მოსწავლეებმა ისწავლეს Paint-ის, Word-ის, PowerPoint-ის, Tinkercad-ისა და „ვსაწავლობთ თამაშით“-ის გამოყენება, მათ შორის ფაილების შექმნა, რედაქტირება და ინტერაქტიული ელემენტების დამატება.
  • თანამშრომლობა: გუნდური მუშაობის პროცესმა განავითარა კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები.
  • კრიტიკული აზროვნება: ისტორიული თემების ანალიზმა და მათი თამაშისმაგვარ ფორმატში წარმოდგენამ ხელი შეუწყო ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
  • სწავლის სიხალისე: „ვსაწავლობთ თამაშით“ გამოყენებამ სწავლა ინტერაქტიულ და მიმზიდველ გამოცდილებად აქცია.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ეკატერინე ჩიტაურს მისი ერთგულების, შემოქმედებითი ხედვისა და ინოვაციური მიდგომისთვის, ასევე ყველა მოსწავლეს, რომლებმაც თავიანთი ენთუზიაზმითა და ნიჭით გააცოცხლეს ეს პროექტი.

„ეს ინიციატივა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ისტორიული ფასეულობების პატივისცემა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გაერთიანდეს სახალისო და შემეცნებითი სწავლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...