დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა
28-05-2025

დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა - სკოლის ეზო ამაღლებული ემოციებით, სიხარულითა და თვალცრემლიანი პედაგოგებითა და მოსწავლეებით იყო სავსე.

მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, თეთრ პერანგებში, ჭრელი წარწერებით დამშვენებულები სიმღერებითა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღონისძიებით გამოეთხოვნენ საყვარელ პედაგოგებს და სკოლას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები. სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მომავალ საგანმანათლებლო ეტაპზე — ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ცხოვრებაში ღირსეულ გზაზე სვლა უსურვეს. როგორც სკოლის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს უთხრა: „ია-ვარდებით მოფენილ ცხოვრებას და უფლის წყალობას გისურვებთ“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203