ჭელიაღელის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა
28-05-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საზეიმო და თბილ გარემოში ჩატარდა.

ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა. მათ სამშობლოს თემაზე წაიკითხეს ლექსები, სიმღერებითა და ქართულ ცეკვებით გაახალისეს დამსწრე საზოგადოება.

ღონისძიების ფარგლებში ასევე აღინიშნა პირველკლასელების მიერ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება. უფროსკლასელებმა პატარებს მიულოცეს სწავლის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...