ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლაში I კლასში ანბანი საზეიმო გარემოში გააცილეს. ღონისძიებაში კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა, მათ მიერ მომზადებული ლექსებითა და მცირე სანახაობებით.
პატარების წარმატებული დებიუტი განათლების სფეროში მშობლებისა და პედაგოგების დიდი მხარდაჭერის ფონზე წარიმართა. პირველი კლასის მოსწავლეებს გილოცავენ სკოლა, მშობლები და საზოგადოების წევრები.
პატარების კლასის დამრიგებელია მარიამ თითბერიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეებმა ქართული ანბანის შესწავლა წარმატებით დაასრულეს.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეოები და ფოტოები: