„თავისუფლების მოყვარე პატარა ერისთვის არაფერია დამოუკიდებლობა ძვირფასი“, - ნავარძეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
28-05-2025

„აღსრულდა ნება ქართველი ხალხისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“ - ამ სიტყვებიტ გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში.

როგორც ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ მოსწავლეები და დირექციის წარმომადგენლები.

„ზეიმით აღვნიშნავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ვულოცავთ ერთმანეთს ამ საამაყო დღეს. მოკრძალებული ღონისძიებით ვუერთდებით ეროვნულ დღესასწაულს. 

ეს დღე ალბათ ყველაზე სათაყვანო თარიღია თითოეული ქართველისთვის, რადგან თავისუფლების მოყვარე პატარა ერისთვის არაფერია უფრო ძვირფასი და უფრო სათუთი, ვიდრე სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა!

ბევრჯერ წაგვაქციეს, მაგრამ ვერც ერთხელ ისე, რომ ხელახლა ფეხზე დადგომის ჟინი და მონდომება დაგვეკარგა.

დღეს ვცხოვრობთ დროში, როდესაც საქართველო დამოუკიდებელია! კიდევ ერთხელ, თავისუფლების სიყვარულით გილოცავთ 26 მაისს - ეს ჩვენი დღეა!

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...