„საქართველოს მთებში აჟღერებული ჰანგები“ - ღრმაღელის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩატარდა
28-05-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებელმა რუსუდან მარშანიშვილმა მეშვიდე კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: „საქართველოს მთებში აჟღერებული ჰანგები“.

„მუსიკა, რომელიც აღიარებულია საკომუნიკაციო ენად, მრავალგვარი და მრავალჯერადი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ეჩვევიან მუსიკის მოსმენას, შეფასებას, აზრის ნათლად გამოთქმას, საკუთარი შეხედულების დასაბუთებას კამათის, მსჯელობის დროს შესაფერისი წიგნიერი ენითა და ქცევის ნორმების დაცვით, ეუფლებიან ასევე კოლექტიური მუშაობის მეთოდებს, უვითარდებათ შეფასებისა და თვითშეფასების უნარი. მოსწავლეებმა გაიაზრეს რომ მუსიკალური ნაწარმოები ყოველთვის გამოხატავს გარკვეულ ისტორიას.

ქართველ ხალხში უაღრესად განვითარებული იყო ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა საუკეთესო პრეზენტაციები წარმოადგინეს საქართველოს მთიან მხარეებზე: ფშავზე, ხევსურეთზე, ხევზე, გუდამაყარზე.

გუნდის წევრებმა ისაუბრეს ამ რეგიონებში გავრცელებულ მუსიკალურ საკრავებზე,სამოსელზე და მუსიკალურ რითმებზე.

მოსწავლეთა ჩართულობიდან გამომდინარე თამამდ შეგვიძლია ვთქვათ რომ გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო.
მოსწავლეებმა შეასრულეს რამდენიმე მუსიკალური ნომერი. 

დიდი მადლობა მოსწავლეებს და ქალბატონ რუსუდანს გაწეული შრომისათვის“, - აღნიშნულია დირექციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...