პანტიანის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გამართეს
28-05-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა გამოსაშვები საღამო გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები როგორც ქართულად, ასევე თავიანთ მშობლიურ, აზერბაიჯანულ ენაზე. იმღერეს, იცეკვეს, წარმოადგინეს მცირე და სახალისო სპექტაკლები.

როგორც სკოლის დირექციაში აღნიშნავენ, პატარებს ღონისძიების წარმართვაში მაღალკლასელი მეგობრები ეხმარებოდნენ. ყველაფერი კი ძალიან ლამაზი, მხიარული და ბედნიერებით სავსე იყო.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას, ბედნიერ, ფერად ზაფხულს და მომავალში უთვალავ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...