ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს შემეცნებითი და საზეიმო ღონისძიება - „მოგზაურობა ანბანეთში“.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი, ფატი გაფრინდაშვილი, რომლის ინიციატივასაც ზეიმს მომავალი პირველკლასელებიც ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა სტუმრებს საინტერესო წარმოდგენა, აჩვეენს რომელიც ანბანის შესწავლას ეძღვნებოდა. ღონისძიების ბოლოს კი მომავალ პირველკლასელებს უფროსმა მეგობრებმა წარმატებები უსურვეს სასკოლო ცხოვრებაში
ღონისძიებამ ხალისიან და თბილ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა როგორც ბავშვებზე, ისე მათ მშობლებსა და სტუმრებზე.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: