ქუთაისის N9 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები შექსპირის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
28-05-2025

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის პედაგოგის, მადლენ გიორგაძის ორგანიზებით მოსწავლეები დაესწრნენ აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექსპირის კვირეულის ფარგლებში გამართულ მორიგ ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც მხატვრულ კითხვაში გამარჯვებული გამოვლინდა.

როგორც გამარჯვებულმა აღნიშნა, პირველად გაიმარჯვა პოეზიის დეკლამაციის კონკურსში. აცხადებს, რომ ეს ჯილდო მისთვის დიდი პატივია, თუმცა არ იცის, ნამდვილად იმსახურებს თუ არა ასეთ ფასეულ აღიარებას.

„ამ ჯილდოს ვუძღვნი ყველა იმ სულს, ვინც კაცობრიობის კეთილდღეობისთვის იღვწის,“ — განაცხადა მან.

მისი სურვილია, პოეზია მთელ მსოფლიოში გავრცელდეს და ადამიანებმა შთაგონება პოეტური სიტყვიდან მოიპოვონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...