ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან.
მათ შორის სკოლა აქტიურად შეუერთდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შექსპირის საიუბილეო ფესტივალს, რომელიც 23 აპრილიდან 23 მაისამდე გრძელდებოდა.
სკოლა შექსპირული ერთთვიანი პერიოდის კიდევ ერთი საოცარი დღის ქრონიკას გვიზიარებს - რომელიც ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლეებისა და EPD - English Philology Department მესამე კურსის სტუდენტების - მარიამი ხუჯაძისა და თამარ ნინუას მონაწილეობით წარიმართა.
მოსწავლეებმა შექსპირის იდიომების მიხედვით, საოცარი ამბები შექმნეს და ლექსიკური მარაგი წარმოაჩინეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
„საინტერესო ინფორმაციებით, სახალისო თამაშებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით გაჯერებული დღე და აღფრთოვანებული უნიჭიერესი გოგო- ბიჭები“,- ასე აფასებენ აქტივობას სკოლაში და დიდ მადლობას უხდიან უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს აღნიშნული შესაძლებლობისთვის.
დიდი მადლობა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ნინო ნიჟარაძეს. ინგლისურ ენაზე შეყვარებული და დაინტერესებული ჩემი უნიჭიერესი მოსწავლეების ხელშეწყობისთვის, ურთიერთთანამშრომლობისთვის და მათი მომავალი წარმატებისთვის. სკოლის და დეპარტამენტის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დიდი მადლობა დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას, ვარსკვლავურ გუნდს - იოანნა მამაგეიშვილს, ანა ეგუტიძეს, ნუცი რობაქიძეს. დავალებაც შეგვიფასეს, საოცრად დაწერილი და წარმოდგენილი ამბები შექსპირის იდიომების მიხედვით მე-7 კლასის ოქროს გოგო-ბიჭების მიერ!“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: