შუასურების საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ლამაზი ღონისძიებით გააცილეს 
28-05-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

21 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში დაუვიწყარი ემოციები დაატრიალა. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა არაერთი საზეიმო ნომერი - იყო ცეკვა-მუსიკა, სასცენო წარმოდგენები და მხატვრულად აჟღერებული პოეზია ...

ღონისძიებაში 1-ელიდან მე-12 კლასამდე ყველა მოსწავლე იყო ჩართული. ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლა მთელმა სკოლამ მიულოცა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სტუმრები.

ღონისძიების ბოლოს დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

იხილეთ ბმული1 , ბმული2, ბმული3, ბმული4, ბმული5

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...