„26 მაისი - სუნთქვა თავისუფალი“ - შთამბეჭდავი პატრიოტული ღონისძიება ღვითორის საჯარო სკოლაში
28-05-2025

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცხადია, მოსწავლე-მასწავლებლები პატივითა და სიყვარულით გამოეხმაურნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო ბუჭუხიშვილის ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „26 მაისი - სუნთქვა თავისუფალი“, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიული ეტაპები, ისაუბრეს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს პატრიოტული ლექსები და წარმაოდგინეს ინსცენირება ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვდავი პოემიდან - „ბედი ქართლისა“.

„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ ძვირფასია თავისუფლება და რამდენად მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა და საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...