ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მიდგომა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინეტრესით გამოირჩევა.
VIIIა კლასში, პედაგოგ გურანდა დანელიას ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი - „სამკურნალო გოგირდის წყლები“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ ვანში, მოინახულეს გოგირდის აბანოები, მოამზადეს პრეზენტაციები, ჩაწერეს მოკლე რეპორტაჟი ვანის გოგირდის აბანოებიდან.
პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
პროექტის პრეზენტანციას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები.
იხილეთ ფოტოები: