შუქრუთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა „დამშვიდობება დედაენასთან“ და სასწავლო წლის საზეიმო დაგვირგვინება 
28-05-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები აღნიშნეს და ცოდნა შეაჯამეს. 

სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „დამშვიდობება დედაენასთან“. 

ხუთმა პირველკლასელმა - დემეტრე, ელენე, ანა-მარია დარბაიძეებმა, თინათინ და ბარბარე ნეფარიძეებმა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად, ძალიან ლამაზი ზეიმი მოაწყვეს.

მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს და ღონისძიების სტუმრების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, ხოტბა შეასხეს „დედაენას“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს, აღნიშნეს ჩვენი ენის სილამაზე და კეთილხმოვანება. მონდომებითა და ნიჭიერებით კი მასწავლებლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კლასის დამრიგებელი მაკა ნეფარიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შორენა ლომიძე. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ზურაბ ნეფარიძემ გზა დაულოცა პირველკლასელებს და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...