ნაკიფუს თემის N2 სკოლის ერთადერთ პირველკლასელს მასწავლებელმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება განსაკუთრებულად მიულოცა 
28-05-2025

27 მაისს პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. 2024-2025 წარმატებით დაასრულა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა, რომელსაც სასკოლო საზოგადოებამ სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები განსაკუთრებულად მიულოცა. 

პედაგოგმა მოსწავლეს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო, სახალისო დეკორაციებმა და საზეიმო ტორტმა პირველკლასელს განსაკუთრებული ემოციები აჩუქა. 

დამრიგებელმა პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მოწაფესთან ერთად იზეიმა და მას ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...