თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებს გაეცნენ
29-05-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორის - ქეთევან დავლიანიძის ხელმძღვანელობით,  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა საგანგებო სიტუაციებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო შეხვედრა.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს როგორ მოემზადონ და დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება საგანგებო სიტუაციების დროს. ბავშვები გაეცნენ იმ წესებსა და მიდგომებს, რომლებიც დაეხმარება მათ სწორად ამოიცნონ სხვადასხვა საგანგებო სიტუაცია (მაგ: მიწისძვრა, წყალდიდობა, ტყის და მინდვრის ხანძრები, საყოფაცხოვრებო და ურბანული ხანძრები, ძლიერი ქარი და ქარბორბალა) და იმოქმედონ შესაბამისად.

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ II, III, IV, V, VI, VII, VIII კლასების მოსწავლეები, რომელთან სახალისო სავარჯიშოები შეასრულეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სკოლის დირექტორი ქეთევან დავლიანიძე და პედაგოგები - ია ტუშური და ქეთევან დავითაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203