ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართეს 
28-05-2025

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცხადია, მოსწავლეებმა გამორჩეულად აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

26 მაისს, ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, ყვარლის N2 საჯარო სკოლის Vlll კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თინა ნაზრიშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში.

ახალგაზრდებმა მაყურებელს კიდევ ერთხელ დაანახეს, რომ ილიას იდეალები ცოცხალია და მომავალი თაობები ღირსეულად აგრძელებენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზას.

„დამოუკიდებლობა იწყება ცნობიერებით – და სწორედ ასეთი დღეები ქმნის ძლიერ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ილიასეულ ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...