ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
23 მაისს, მუხურის თემის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პატარებმა წარმოადგინეს სპექტაკლი - „რწყილი და ჭიანჭველა“ (რეჟისორი - დათიკო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი - ნათია თოლორდავა).
წარმოდგენა სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. პატარებმა შესანიშნავად მოირგეს როლები და გააცოცხლეს ცნობილი ზღაპრის პერსონაჟები.
სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: