„ციფრთა ჰარმონია“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა გაიმართა 
28-05-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

23 მაისს, ნოქალაქევის საჯარო სკოლაში V, VI, VII კლასების მოსწავლეთა ჩართულობით, ჩატარდა ვიქტორინა სახელწოდებით - „ციფრთა ჰარმონია“. ღონისძიებას მათემატიკის მასწავლებელი მანანა ქობალია ხელმძღვანელობდა. 

ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეთა ლოგიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

ვიქტორინა მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა - ლამზირა ბოკუჩავამ. მოსწავლეები გადანაწილდნენ გუნდებად.

ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც სკოლის დირექტორმა - ნანა ჯგერენაიამ  გადასცა სიგელები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინაში მონაწილე გუნდებს შორის შეჯიბრი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...