ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულად აღინიშნა. გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.
როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორიის დღესასწაული მოაწყვეს. ახალგაზრდებმა 1918 წლის 26 მაისის მოვლენები გააცოცხლეს.
„1918 წლის 26 მაისი, კვირა, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთი, ტფილისი, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენცია...
ბატონი ნოე ჟორდანია საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტით, აცხადებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.
ღირსეული ნაბიჯები თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისკენ, ევროპისკენ...“,- ეს ისტორიული სურათი მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს.
სამადლობელი ღონისძიება „დამოუკიდებლობის 1005 დღე“, თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს მიეძღვნა.
სცენაზე მაყურებელმა იხილა - წამყვანები, ჟურნალისტები, პირდაპირი ჩართვები - ბატონები: ნოე ჟრდანია, გიორგი კვინიტაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი მაზნიაშვილი...
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოება სიამაყით აავსო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო და მიწვეული სტუმრები რომელთაც სკოლაში მადლობას უხდიან.
„მადლობა მოწვეულ სტუმრებს: ჩოხატაურის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ადგილობრივ თვითმმართველობას, გოგოლესუბნის საბავშვო ბაღს, ჩვენს მეგობარ სოფ.შუა ამაღლების საჯარო სკოლას. დირექციას, ყველა პედაგოგს ხელშეწყობისა და თანადგომისთვის! ჩემს სრულიად განსაკუთრებულ ბავშვებს პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულებისთვის! თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი დღეეები უმრავლოს ღმერთმა საქართველოს!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში მოსწავლეებს კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: